PulsyoAds
შესვლა
Pulsyo Ads

კონფიდენციალობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: ივნისი 2026

რას ვაგროვებთ

რეგისტრაციის დროს ვაგროვებთ: ბიზნესის სახელს, შენს სახელს, ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტას, Facebook გვერდის ლინკს და სარეკლამო ბიუჯეტის მიახლოებით მოცულობას. კამპანიის მართვის პროცესში ვიყენებთ Facebook Ads-ის მონაცემებს — მხოლოდ შენი კამპანიის შედეგების სანახავად.

Facebook-თან ინტეგრაცია

Pulsyo იყენებს Facebook Login-ს ერთდროულად ანგარიშზე შესასვლელად და შენი Facebook გვერდისა და Ads ანგარიშის დასაკავშირებლად — ერთი დადასტურებით. ვითხოვთ შემდეგ ნებართვებს: public_profile და email (შენი Facebook ელ. ფოსტის უკვე არსებულ Pulsyo ანგარიშთან შესადარებლად — თუ ანგარიში არ მოიძებნა, გეხსნება ონბორდინგის მოკლე ფორმა ახალი ანგარიშის დასაწყებად), pages_show_list (გვერდის არჩევა), pages_read_engagement (გვერდის ინფო და აქტივობა), pages_read_user_content (პოსტების, კომენტარებისა და შეფასებების წაკითხვა), pages_manage_posts (შენი სახელით პოსტების გამოქვეყნება, მხოლოდ შენი დადასტურებით), ads_management (კამპანიების შექმნა და მართვა) და ads_read (შედეგების კითხვა). ეს ნებართვები გამოიყენება მხოლოდ შენი ანგარიშის ამოცნობისა და შენი გვერდისა და კამპანიის მართვისთვის. Facebook-ის წვდომის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია აპში (Settings → Facebook გვერდი → Facebook-ის გათიშვა) ან Facebook-ის პარამეტრებიდან → აპლიკაციები.

როგორ ვიყენებთ

შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ შენი Facebook სარეკლამო კამპანიების შესაქმნელად, ოპტიმიზაციისა და ანგარიშგებისთვის. ჩვენ არ ვყიდით, არ ვაქირავებთ და არ ვუზიარებთ შენს მონაცემებს მესამე მხარეს — გარდა Facebook-ისა, რომელიც სარეკლამო პლატფორმაა.

Cookie-ები

ვებსაიტი იყენებს მხოლოდ ტექნიკური ფუნქციონირებისთვის საჭირო cookie-ებს. ჩვენ არ ვიყენებთ სარეკლამო ან თვალთვალის cookie-ებს.

მონაცემების შენახვა

შენი მონაცემები ინახება მანამ, სანამ სარგებლობ Pulsyo-ს სერვისით. გათიშვის შემდეგ მონაცემები ინახება 30 დღე, შემდეგ იშლება. გსურს ადრე წაშლა? იხილე მონაცემების წაშლის გვერდი ან მოგვწერე და 48 საათში ყველაფერს გავასუფთავებთ.

შენი უფლებები

შეგიძლია ნებისმიერ დროს მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, გამოსწორება ან წაშლა. Facebook-ის საშუალებით Facebook-ის პარამეტრებიდანაც შეგიძლია Pulsyo-ს წვდომის გაუქმება — ამ შემთხვევაში ჩვენ ავტომატურად მივიღებთ წაშლის მოთხოვნას და 30 დღეში მონაცემები წაიშლება.

უსაფრთხოება

ვიყენებთ HTTPS და სტანდარტულ დაშიფვრას. Facebook Ads-ზე წვდომა ხდება მხოლოდ შენი ნებართვით და მის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია Facebook-ის პარამეტრებიდან.

მონაცემთა კონტროლიორი

შენს მონაცემებზე პასუხისმგებელი იურიდიული პირია შპს პულსიო (Pulsyo LLC), რეგისტრირებული საქართველოში. საკონტაქტო ელ. ფოსტა: hello@pulsyo.app

კონტაქტი

კითხვები კონფიდენციალობის შესახებ? მოგვწერე: hello@pulsyo.app

PulsyoAds

Pulsyo Ads © 2026

hello@pulsyo.app
კონფიდენციალობაწესები